Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი რეკორდულ $40 მილიონად გაიყიდა

Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი რეკორდულ $40 მილიონად გაიყიდა

ფოტო: Ferrari

 

იტალიური ავტომწარმოებლის, Ferrari-ის პირველი სერიული წარმოების სრულად ელექტრონული ავტომობილი, Luce, რეკორდულ ფასად გაიყიდა. Sotheby’s-ის აუქციონზე, Luce-ს პირველი ეგზემპლარის ღირებულებამ  $40 მილიონს მიაღწია, რაც ახალი ავტომობილებისთვის რეკორდული ფასია.

საქველმოქმედო დანიშნულების მქონე აუქციონი კალიფორნიაში, Monterey Car Week-ის ფარგლებში გაიმართა. წინასწარი შეფასებებით, აუქციონის სახლი ელექტრომობილის დაახლოებით $1.1 მილიონად გაყიდვას პროგნოზირებდა. შემოსული თანხა სრულად Ferrari Foundation-ის საგანმანათლებლო პროგრამას გადაეცემა. RM Sotheby’s-ს უნიკალური Luce-ს მფლობელის ვინაობა არ გაუსაჯაროებია.

ცნობისთვის, Ferrari-მ კომპანიის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი მიმდინარე წლის მაისში წარადგინა. თუმცა Luce-მ, რომელიც ბრიტანელი დიზაინერისა და Apple-ის iPhone-ის დიზაინის ერთ-ერთი ავტორის, სერ ჯონი აივის, მონაწილეობით შეიქმნა, მომხმარებლების დიდი ნაწილისგან კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა. ელექტრომობილის საბაზისო ვერსიის ფასი ევროპის ბაზარზე €550,000-დან იწყება.

რაც შეეხება აუქციონზე გაყიდულ ელექტრომობილს, ის Luce-ს პირველი ეგზემპლარია, შასის ნომრით №0. უნიკალური ვერსია სტანდარტული ეგზემპლარებისგან ექსტერიერით გამოირჩევა, მათ შორის Madreperla Semi-Gloss-ის ფერითა და სპეციალურად მისთვის დამზადებული უნიკალური დისკებითა და სამუხრუჭე კალიპერებით.

Luce-მდე აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული მოდელი უნიკალური Ferrari Daytona SP3 იყო. „მარანელოს“ სუპერქარი ასევე საქველმოქმედო აუქციონზე 2025 წელს $26 მილიონად გაიყიდა.