რეგიონის ქვეყნები ყველაზე მაღალი ინფლაციით

რეგიონის ქვეყნები ყველაზე მაღალი ინფლაციით

მარტში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა.

ინფლაციის ტემპმა შემცირება საქართველოში წლის დასაწყისიდან დაიწყო. შედარებისთვის, თებერვალში საქართველოში ინფალცია 0.2% იყო, ხოლო წლიური ინფლაცია კი 2.7%.

ამავე პერიოდში, ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შემდეგი იყო:

აზერბაიჯანი – 4.1%

სომხეთი – 3.3%

თურქეთი – 10.3%

რუსეთი – 2.2%

უკრაინა – 14.0%

წლის ორ თვეში ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი 1.1% იყო, ხოლო აშშ-ში კი 2.2%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *