Forbes.com: რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

Forbes.com: რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

ამერიკული Forbes საქართველოზე სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით – “რატომ უნდა იყოს საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში”. სტატიაში ავტორი საქართველოში საკუთარ მოგზაურობას არწერს და მკითხველს რამდენიმე რჩევას აძლევს. 

ავტორი აღნიშნავს, რომ “საქართველოში სტუმარს ღმერთის საჩუქარს უწოდებენ”, რაც ქვეყნი სტუმართმოყვარებაზე მეტყველებს. 

“საქართველო ღვინის და სიყვარულის ქვეყანაა. საქართველო ღვინის სამშობლოდ მიიჩნევა, ღვინის დაყენების 7000-ზე მეტ წლიანი ისტორიით და ტრადიციით”, – წერს ავტორი. 

სტატიის ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს თბილისს, როგორც ადგილს, რომელიც  ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა. ავტორი მკითხველს ურჩევს მოინახულონ ე.წ Flea Market, ნახონ აღმაშენებლის გამზირი და “ფაბრიკა”.