გამოვიდა Forbes Georgia-ს 2023 წლის მარტის ნომერი.
ყდაზე: {ხელოვნური ინტელექტის ეპოქა}
იმ ფონზე, როდესაც სამყარო მონუსხულია ChatGPT-ის განსაცვიფრებელიუნარებით, ბიზნესინსტრუმენტების ახალი წყება უკვე შექმნის პროცესშია. მათი გამოჩენა ისევე შეცვლის მსოფლიოს,როგორც, თავის დროზე, ინტერნეტმა შეცვალა.
მოსაზრება და ფაქტები
➙ Forbes-ის სამყარო – ამბები მთელი მსოფლიოდან
მთელ პლანეტაზე, ჩვენი 45 ლიცენზირებული გამოცემა ექვს კონტინენტს, 26 ენასა და 15 დროის სარტყელს მოიცავს. ყველა მათგანს ერთი მისია აქვს: ანტრეპრენიორული კაპიტალიზმის მხარდაჭერა მისი ყველა ფორმით.
➙ განახლებადი ენერგიები და საქართველო | ავტორი: დავით ნარმანია
„დროთა განმავლობაში უფრო ცხადი ხდება და, შესაბამისად, არგუმენტაციებიც მატულობს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა აუცილებელია. ეკონომიკის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება. თუ ამ პროცესს არ მოჰყვება ელექტროენერგიის წარმოების ზრდა, შესაძლოა, ერთ დღესაც ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა ისე გაიზარდოს, რომ მოქალაქეების მიერ გადასახდელი ტარიფის რეკორდული მატება მოხდეს.“
➙ ბაიდენი – კიევში, სი ძინპინი – ფიქრებში | ავტორი: ალექსი პეტრიაშვილი
„რა უნდა ჩინეთს? ჩემი აზრით, მისთვის იდეალური იქნება, თუ ომი გაიწელება. მას იმდენად უკრაინის დარდი არა აქვს, რამდენადაც სურს, იხილოს ომზე კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებული აშშ და ევროკავშირი; დასუსტებული, მაგრამ არც გამარჯვებული და არც ბოლომდე დამარცხებული რუსეთი.“
➙ საქართველოს საარბიტრაჟო დავებში შესაძლოა 6.7 მილიარდის გადახდა დაეკისროს | ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი
„დღეს საქართველოს მთავრობა ათზე მეტ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ დავებში მოთხოვნილი კომპენსაციის საერთო მოცულობა 6,735,568,440 ლარს შეადგენს.“
➙ რა მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
„ერთი რამ ფაქტია, ჯერჯერობით რუსეთის ეკონომიკა არ „დანგრეულა“ და ამისთვის მასზე მეტი ზეწოლა და მოქმედი სანქციების გაგრძელებაა საჭირო… რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ წელი გავიდა და საინტერესოა, რა მდგომარეობაშია უხვად დასანქცირებული რუსეთის ეკონომიკა.“
ინტერვიუ და პროფილი
➙ უწყვეტი განვითარების 5 წელი — კავკასიის მედიცინის ცენტრი | ავტორი: თამთა ჯიჯავაძე
„კავკასიის მედიცინის ცენტრი ხუთი წლის გახდა. ჰოსპიტალმა პირველი პაციენტი 2018 წლის 5 მარტს მიიღო, დღეს კი 1200 თანამშრომელსა და ჯანდაცვის თითქმის ყველა კომპონენტს აერთიანებს. აქ თავს იყრის მრავალპროფილური მიმართულებით დასავლური განათლების მქონე სამედიცინო პერსონალი. სოფიო ასპანიძემ კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელობა 2022 წელს ჩაიბარა და ცდილობს, იგი კავკასიის მედიცინის ეპიცენტრად აქციოს. მიზნისკენ მიმავალ ნაბიჯებს ჰოსპიტალი წლიური 10%-იანი ზრდით დგამს.“
➙ ფინანსისტის აზარტი როგორც მოტივაცია | ავტორი: ელენე ჩომახიძე
20 წელია, ლიბერთი ბანკის ფინანსური დირექტორი ვატო ბაბუნაშვილი საქართველოს საბანკო სექტორთან ერთად ვითარდება. ახალგაზრდა ფინანსისტს, მენეჯერს, ბანკირსა და, სხვათა შორის, ე.წ. სნაიპერ მსროლელს მიზნისკენ აზარტი ამოძრავებს, აზარტს კი ცვალებად გარემოში ადაპტირების აუცილებლობა უჩენს.
➙ ბირთვული არჩევანი | ავტორი: კრის ჰელმანი
„ძველმოდური ატომის გახლეჩა შეიძლება საუკეთესო მეთოდი იყოს მსოფლიო ეკონომიკის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ამიტომ, ბრეტ კუგელმასის მიზანია, რომ 10 000 იაფი, მარაგიდან გადმოღებული მიკრორეაქტორი აამუშაოს. თუმცა მას ამის გაკეთება ამერიკის გარეთ სურს.“
➙ მშრალი ცხოვრება | ავტორი: სტივენ ბერტონი
„ATHLETIC BREWING-ის ბილ შუფელტი და ჯონ უოკერი უალკოჰოლო ლუდს საკმაოდ გემრიელს ამზადებენ, რომ ის ყველაზე დიდ სნობებს მოეწონოს. და თითქმის $500 მილიონის შეფასებით, ექვსი წლის სტარტაპმა ინვესტორები დაათრო.“
➙ ახალი იმედი | ავტორები: მანეეტ აჰუჯა და ჰენკ ტაკერი
„ამერიკული ბიზნესის ჰორიზონტზე უფრო ნიჭიერი შავკანიანი აღმასრულებლების მხარდასაჭერად ARIEL IVENSTMENT-ის მელოდი ჰობსონი გეგმავს არსებული ბიზნესის სათავეში მათ დანიშვნას – ასევე, წარმატებისთვის, მომხმარებლებთან და კაპიტალთან დაკავშირებას.“
➙ ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ახლა იწყება | ავტორები: ალექს კონრადი და კენრიკ კაი
„იმ ფონზე, როდესაც სამყარო მონუსხულია ChatGPT-ის განსაცვიფრებელიუნარებით, ბიზნესინსტრუმენტების ახალი წყება უკვე შექმნის პროცესშია. მათი გამოჩენა ისევე შეცვლის მსოფლიოს,როგორც, თავის დროზე, ინტერნეტმა შეცვალა.“
➙ ფინტექის განკითხვის დღე | ავტორები: ავტორები: ჯეფ კოფლინი და ემილი მეისონი
„დაფინანსების ციებ-ცხელება დასრულდა. ერთ დროს იმედის მომცემი ათობით ფინანსური სტარტაპი ახლა ძალიან ცოტა მომხმარებელს დასდევს და ნაღდი ფულის დეფიციტს განიცდის. უმეტესობისთვის ეს ან შერწყმას ნიშნავს, ან დაღუპვას.“
ისტორია და პორტრეტები
➙ ქვრივის ეკონომიკა | ავტორი: ლევან ბერძენიშვილი
„ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია… ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?! დეე ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიან“
➙ „კოტრობა“ | ავტორი: გიორგი ჭეიშვილი
„ძველ თბილისში, დიდი შესაძლებლობების ქალაქში, არცთუ იშვიათად ნახავდით ჯერ კიდევ გუშინ უქონელთა აღზევებას და დიდვაჭართა ისე დაცემას, რომ ერთ დღეს დიდი შეძლების მქონე კაცებად ცნობილი ვაჭრები თუ მეწარმეები მეორე დღეს „კოტრებად“ აცხადებდნენ თავს.“