Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით Women In Tech პანელის მონაწილეები

Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით Women In Tech პანელის მონაწილეები

29 მარტს Forbes Georgia – 2025 წლის ქალთა კონფერენციას უმასპინძლებს. Forbes Women Conference 2025 ლიდერი ქალების გაძლიერებასა და მათი მიღწევების წარმოჩენას მიეძღვნება. ღონისძიება ერთ სივრცეში მოუყრის თავს წარმატებულ ქალებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან.

კონფერენციის მიზანი იმ ქალების წარმოჩენაა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ტრანსფორმაციული ცვლილებების სათავეში დგანან. ღონისძიების გენერალური პარტიორია გასტრონომი. ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორები არიან: ლურჯი ოკეანეLab TechnologiesრედბულისარაჯიშვილიProgress American SchoolsEfesUN Womenსტარტაპ ბიურო.

ღონისძიების ფორმატი

ღონისძიება Publica-ს საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება და 19:00 საათზე გაიხსნება. უშუალოდ კონფერენცია ორ სცენას მოიცავს: PechaKucha Night Stage (პრეზენტაციები) და Forbes Women Stage (პანელური დისკუსიები).

PechaKucha პრეზენტაციის ცნობილი ფორმატია, რომელიც უმეტესად სურათებზე ორიენტირებულ, დინამიკურ თხრობას გულისხმობს. PechaKucha-ს ფარგლებში 6 ანტრეპრენიორი ქალი ისაუბრებს საკუთარი ბიზნესისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.

მეორე სცენა Forbes Women-ის ორ პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველაზე გავლენიანი ლიდერი ქალები მიიღებენ.

პირველი პანელის მთავარი თემები ლიდერობა, ინოვაციები და თვითგანვითარება იქნება.

მეორე პანელის მთავარი თემაა “ქალები ტექნოლოგიებში” — გამოწვევები, ინოვაციები, მომავლის ტრენდები.

ვის იხილავთ Women in Tech პანელურ დისკუსიაზე? 


 


პანელის მოდერატორი Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორი, ანინა ტეფნაძე იქნება.


პანელური დისკუსიის შემდეგ საღამო ნეთვორქინგით გაგრძელდება Publica-ს სივრცეში, After Party კი Plus One-ში გაიმართება.

საღამოს არაფორმალურ ნაწილზე შეძლებთ, რომ Alfreda Stieglitz-ის სელექციას მოუსმინოთ. Alfreda  უკვე რვა წელია, Mzesumzira-ს რეზიდენტია. აქვს ძალიან დიდი ფონოტეკა და საკუთარ მუსიკალურ სელექციას ხშირად უკრავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაზე.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: