Forbes Georgia Kickoff 2025!

Forbes Georgia Kickoff 2025!

13 თებერვალს, 19:00-ზე Forbes Georgia-ის 2025 წლის პირველი ღონისძიება Forbes Georgia Kickoff 2025-ი გაიმართა. გამოცემამ შეაჯამა გასული წელი, წარადგინა 2025 წელს დაგეგმილი სიახლეები და კოლაბორაციის ახალ ფორმატები.

Forbes Georgia-ის მთავარმა რედაქტორმა, შოთა დიღმელაშვილმა წლის შეჯამებასა და სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრა, აუდიტორიას გააცნო 2024-ის შედეგები, გუნდის ახალი წევრები და ახალი პროექტები, მათ შორის, Forbes Academy, Forbes Pod და Forbes Insights.

ღონისძიებებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გური ქოიავამ დამსწრეებს გააცნო მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი მთავარი ღონისძიებები, რომელთა შორისაა, Forbes Banking Summit, Forbes Big Business Day, Under 30 Celebration Summit და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ Forbes-ის პარტნიორები, საქართველოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნესლიდერები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან აზრები გაეცვალათ და Forbes-ის გუნდთან კომპანიის გეგმებზე ესაუბრათ.

Forbes Georgia Kickoff 2025-ი არაფორმალური ნეთვორქინგით WareHouse Bar-ში დასრულდა.

ღონისძიებას Stamba მასპინძლობდა, მთავარი პარტნიორები კი იყვნენ: D-Block, Tera Leasing, Remy Martin, BAG.