საქართველოში არსებული სტარტაპების მრავალფეროვნებაზე და მის მზარდ ეკოსისტემაზე დადებით კონტექსტში სასაუბრო ძალიან ბევრია, მაგრამ ისეთი პლატფორმები, სადაც პროფესიონალურ დონეზე გაზიარებულ რჩევებს მიიღებთ – ალბათ ძალიან ცოტა. აქვე შეგვიძლია ვიკითხოთ, თუ საიდან იღებენ ანტრეპრენიორები სასურველ ინფორმაციას პერსონალური ბიზნესის დაგეგმვის საჭირო ეტაპების, გრანტების მოპოვების, გაციფრულების, მსოფლიო ტრენდების, ტენდენციების, გამოწვევების და, უბრალოდ, წარმატებული მაგალითების შესახებ საქართველოში?! პასუხი არცთუ ისე დამაკმაყოფილებელია. ალბათ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი წყარო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისთვის, როგორიც არის ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa და ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა – Forbes Georgia.
2021 წელი Visa-ს და Forbes Georgia-ს კიდევ ერთი წარმატებული პროექტით დასრულდა. კომპანიებს უკვე რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის ფარგლებშიც არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის იყო Visa-ს გლობალური ინიციატივა საქართველოში მეწარმე ქალების ხელშესაწყობად – She’s Next, Empowered By Visa. ხოლო ბიზნესპროექტი სტარტაპ-ეკოსისტემის შესახებ, პოდკასტების სერიის ფორმატში, კიდევ ერთ წარმატებულ ინიციატივას წარმოადგენს.
Visa-ს სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს შორისაა: ინოვაციების დანერგვა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მათთვის სხვადასხვა პროექტის, ინიციატივის, ინოვაციური ტექნოლოგიისა თუ პროდუქტის შეთავაზების გზით, როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. Forbes Georgia-თან თანამშრომლობით, პოდკასტების სერიების ფორმატში შეიქმნა ღია დისკუსიების პლატფორმა, რომელმაც საზოგადოებას საქართველოს მზარდი ინოვაციური პოტენციალის, ბიზნეს- და სტარტაპ-ეკოსისტემაში არსებული ტრენდებისა და ციფრული გადახდების თანამედროვე ბიზნესმოდელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, Forbes Georgia საკუთარ მკითხველსა და მსმენელს მუდმივ რეჟიმში უზიარებს მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციას.
30-წუთიანი აუდიოეპიზოდების მოსმენა შესაძლებელია Forbes Georgia-ს ციფრულ პლატფორმებზე: SoundCloud, Spotify, YouTube და ასევე Visa CISSEE-ს ოფიციალურ იუტუბ-არხზე.
პოდკასტები ყოველ ორშაბათს, 2021 წლის 11 ოქტომბრიდან, 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. განხილვის ძირითად თემას საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემა წარმოადგენდა, უფრო კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის, წამყვანი ბანკების წარმომადგენლებთან, სფეროს ექსპერტებთან, Forbes Georgia-ს გუნდთან, Visa-სა და მის პარტნიორებთან ისეთ თემებს განიხილავდნენ, როგორიცაა: საქართველოში ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები ახალი პარტნიორობებისა და ინოვაციური გადახდის ტექნოლოგიების საშუალებით, ფინტექ-ტექნოლოგიების ერა, ინოვაციური ციფრული ბანკინგის მახასიათებლები, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და თავისებურებები, სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამები 500 Georgia-ს მაგალითზე, უახლესი ციფრული ინოვაციები და ციფრული ლარის განვითარების პერსპექტივები თუ სოციალური ცვლილებების მომტანი ანტრეპრენიორობა. ინტერვიუების აუდიოფორმატი საკმაოდ მოხერხებული საშუალებაა საქმიანი ადამიანებისათვის. ის ერთბაშად რამდენიმე საქმის კეთების საშუალებას იძლევა, რაც დროის ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს.
მათ, ვინც ვერ შეძლო პოდკასტების სერიისათვის თვალყურის მიდევნება, Forbes Georgia გთავაზობთ ამონარიდებს პოდკასტების ეპიზოდებიდან, რაც საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ინფორმაცია ძირითად აქცენტების შესახებ:
დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პოდკასტების სერიების გაზიარება მსმენელთან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებაში ბიზნესსაქმიანობის განვითარების, ინოვაციების დანერგვის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში. გარდა პროფესიული რჩევებისა, ეპიზოდები ერთგვარი შთამაგონებელი და ინსპირაციულიც აღმოჩნდა, რადგან უკვე შემდგარ და წარმატებულ ბიზნესს შეუძლია საკუთარი მაგალითის, გამოცდილების გათვალისწინებით ასწავლოს და გაზარდოს ახალგაზრდა ანტრეპრენიორები. ეს გახლდათ იმ ამბების ერთობლიობა, რომლებიც გვიყვებოდნენ თავიანთი წარმატების შესახებ, სადაც წაიკითხავდით დიდ ამბიციას შეუქცევადი განვითარების მიმართულებით. დაბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ინოვაციების კულტურის ჩამოყალიბებაში ფუძემდებელი თუ არა, ნამდვილად მეწინავე ქვეყანაა რეგიონში, რაც ორმაგად საამაყოს ხდის – იყო ქართველი და მსოფლიო დონის ინოვატორი.