Forbes "პლეხანოვს" ყველაზე მიმზიდველ უბნებს შორის ასახელებს

Forbes "პლეხანოვს" ყველაზე მიმზიდველ უბნებს შორის ასახელებს

ამერიკული Forbes მსოფლიოს ყველაზე ლამაზ უბნებზე სტატიას აქვეყნებს. 12 უბანს შორის მოხვდა “პლეხანოვიც”. სტატიის ავტორი წერს, რომ თბილისი ყოფილი საბჭოთა ქალაქიდან, ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და მიმზიდველ ადგილად იქცა. ამასთან, „პლეხანოვი“ ის ადგილია, სადაც ძველი შენობების რენოვაცია მოხდა და რომელიც თბილისელების თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. 

“განახლებული აღმაშენებლის გამზირი განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც იქ  „ფაბრიკა“ გაიხსნა. ადგილი, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამკერვალო ფაბრიკა იყო განთავსებული დღეს სასტუმროს, ბარებსა და კაფეებს აერთიანებს. ეს არის კრეატიული ახალგაზრდებისა და ტურისტების თავშეყრის ადგილი, სადაც ხშირად იმართება მუსიკალური კონცერტები”, – წერს გამოცემა.