Fuckup Nights Tbilisi მეტავერსის 4 ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას შორის მოხვდა – პირველად ღონისძიების ისტორიაში, Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართა, Arrival-თან პარტნიორობით. ერაივალი მეტავერს ღონისძიებების პირველი და თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სააგენტოა საქართველოში, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება და შეხვედრა 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში, ჩაატარონ.
დეცენტრალენდში მონაწილეებს რეალური სამყაროს ტიპის ინტერაქციის საშუალება ჰქონდათ, თანაც ისე, რომ შინ ყოფნის კომფორტზე უარის თქმა არ მოუწიათ.
ღონისძიებას 200-მდე ავატარი (მონაწილე) მსოფლიოს 22 სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრო და მასშტაბურობის თვალსაზრისით, Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse ტოპ 4 მეტავერს ივენთს შორისაც მოხვდა.
ღონისძიების ფარგლებში სამმა სპიკერმა: Pocket Studio-ს დამფუძნებელმა ანა ჩუბინიძემ, ილუსტრატორმა და დიზაინერმა ანა მიმინოშვილმა და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ აუდიტორიას საკუთარი ბიზნეს და პროფესიული წარუმატებლობის ისტორიები გაუზიარეს, აჩვენეს, რომ მარცხი, როგორც მოტივაცია, შესაძლოა, იყოს ნაბიჯი წარმატებისკენ და ამით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ.
Fuckup Nights Tbilisi-ს ორგანიზატორი იყო სტარტაპ ბიურო, იმფაქტ ჰაბ თბილისთან პარტნიორობითა და საქართველოს ბანკის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი – ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და ნოქსტონი. მეტავერს პარტნიორებს კი წარმოადგენდნენ: ერაივალი (Arrival) და მეტავიუ (MetaViu).
Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.