სამსუნგის უახლეს ფლაგმანებზე Galaxy Note10|10+ წინასწარი შეკვეთები დაიწყო. თქვენ უკვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ წინასწარ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან და მიიღოთ საჩუქრად Galaxy Buds.
7 აგვისტოს პრეზენტაციაზე პირველად ნოუთის ხაზის ისტორიაში სამსუნგმა ორი სხვადასხვა ზომის და კონფიგურაციის სმარტფონი წარმოადგინა – Galaxy Note10 და Galaxy Note 10+.
Galaxy Note-ის მეათე სერიის სმარტფონების ზომები Note სერიისთვის რეკორდულად პატარაა. ეკრანის ირგვლივ ჩარჩოები ფაქტიურად გამქრალია და ფრონტალური ნაწილის 90.5% ეკრანს უჭირავს. Note10+ კი ნოუთების სერიაში ყველაზე დიდი ეკრანი აქვს.
სწრაფი უსადენო დამუხტვა, გაუმჯობესებული კამერა, ობიექტების 3D სკანირება, ვიდეოგადაღების სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები, აკუმულატორის გაზრდილი მოცულობა და ახალი თაობის სტილუსი, რომელიც ახლა უკვე შეხების გარეშე მართვის საშუალებას გაძლევთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის რასაც ნოუთ სერიის ახალი წარმომადგენლები გვთავაზობენ.
Galaxy Note10 წარმოდგენილია 6.3 ინჩიანი Infinity O-ტიპის ეკრანით და 8 GB ოპერატიული მეხსიერებით. აქვს სამი ძირითადი კამერა (ფართოკუთხიანი 12 MP, f/1.5- f/2.4, 27mm; ტელეფოტო – 12 MP, f/2.1, 52mm, ულტრაფართოკუთხიანი ლინზა 16 MP, f/2.2, 12mm). სელფი კამერა კი აღჭურვილია ფართოკუთხიანი 10 მეგაპიქსელიანი სენსორით. აკუმულატორის მოცულობა წარმოდგენილია 3500 მილიამპერით.
Galaxy Note10+ გიგანტური 6,8 ინჩი Infinity O ეკრანით ყველაზე დიდი და ძლიერი მობილური მოწყობილობაა ბაზარზე. შიდა მეხსიერება 256 GB. მიკრო SD ბარათის მხარდაჭერა საშუალებას გაძლევთ მეხსიერება 1 ტერაბაიტამდე გაზარდოთ. პლუს ვერსია ასევე წარმოდგენილია გიგანტური, 12 GB ოპერატიული მეხსიერებით. Galaxy Note 10+ ვერსიაში ძირითადი კამერების რაოდენობა ოთხია. აქვს დამატებული 3D სიღრმის სენსორი, იგივე TOF კამერა. სელფი კამერის ტექნიკური მახასიათებლები Note 10-ის იდენტურია. გიგანტური ეკრანის მქონე სმარტფონის აკუმულატორის მოცულობაც შესაბამისია და შეადგენს 4300 მილიამპერს.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი მათგანის მფლობელი გახდებით იქნება ეს Galaxy Note10 თუ Galaxy Note10+. ორივე შემთხვევაში თქვენ მობილური ტექნოლოგიების ბოლო მიღწევებს მიიღებთ.
29 აგვისტომდე თქვენ შეგიძლია შეუკვეთოთ წინასწარი და მიიღოთ საჩუქრად Galaxy Buds. წინასწარი შეკვეთები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან არის შესაძლებელი – ელიტ ელექტრონიკსი, ალტაოქეი, მეტრო მარტი, მაგთი და სხვა ქსელები, სადაც სამსუნგის სმარტფონები წარმოდგენილია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ოფიციალური ჰოლოგრამით დაცული სმარტფონი არის ერთადერთი გარანტია რომ თქვენ მიიღებთ ახალ, ორიგინალ და საქართველოს ბაზრისთვის ადაპტირებულ პრიდუქტს. ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონზე ვრცელდება სამსუნგის ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში კი თქვენი სმარტფონის დაზიანებული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი და ახალი ქარხნული დეტალებით.
Galaxy Note10 | Note10+ საქართველოში ხელმისაწვდომია ოთხ ფერში: მოელვარე ნათება, მოელვარე თეთრი, მოელვარე შავი და წითელი. შეუკვეთე წინასწარ 29 აგვისტომდე და გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს.