General Dynamics-ი და Rheinmetall-ი აშშ-ის არმიის $45-მილიარდიანი კონტრაქტისთვის შეეჯიბრებიან

General Dynamics-ი და Rheinmetall-ი აშშ-ის არმიის $45-მილიარდიანი კონტრაქტისთვის შეეჯიბრებიან

აშშ-ის არმიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Bradley-ის ტიპის ჯავშანმანქანის ჩასანაცვლებლად ერთმანეთს $45 მილიარდი კონტრაქტის მიღებაში General Dynamics-ი და Rheinmetall-ი შეეჯიბრებიან. ხუთი პრეტენდენტიდან არჩეული აღნიშნული ორი სამხედრო კონტრაქტორი ვალდებულია, წარადგინოს როგორც ციფრული დიზაინები, ასევე მუშა პროტოტიპებიც.

ოფიციალური პირების განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტს 2027 წლისთვის მიიღებს, პირველი საცდელი ვარიანტის წარმოების ვალდებულება კი 2029 წლისთვის დაეკისრება. რამდენ ერთეულ ჯავშანმანქანას შეიძენს არმია, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 2027 წელს გადაწყვეტს.

Bradley-ის ტიპის ჯავშანმანქანის ჩანაცვლების გადაწყვეტილება აშშ-ის არმიის შესაძლებლობების მოდერნიზების ნაწილია. ახალი ჯავშანმანქანის მოთხოვნებში შორ მანძილზე სროლის სიზუსტე და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნული ჯავშანმანქანის ჩანაცვლებას უკვე დიდი ხანია, ცდილობს. თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ტენდერის ზემოთ აღნიშნულ მონაწილეებს აშშ-ის არმიისათვის 11 პროტოტიპისა და შესაბამისი აღჭურვილობის წარდგენის ვალდებულება აქვთ, გამარჯვებული კი შესაბამისი ტესტირებების შემდეგ შეირჩევა.

თავდაპირველ ხუთეულში Point Black Enterprises-ი, Oshkosh Defense-ი და BAE Systems-ი შედიოდნენ.