გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა

გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა

გიორგი ტუხაშვილი, მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპ Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა. თავდაპირველად ის კომპანიის პროდუქტის გუნდს ხელმძღვანელობდა. ზუსტად ერთ წელში კი წილის მფლობელი გახდა.

გიორგი Kernel-ის გუნდს პირველად Startup Grind-ზე, Kernel-ის დაარსებამდე შეხვდა, სადაც ისინი ღონისძიებაზე ახალი  შესაძლებლობების აღმოსაჩენად იყვნენ, ხოლო გიორგი, როგორც ორგანიზატორი სტარტაპებს ზრდისა და მასშტაბის შექმნაში ეხმარებოდა.

გიორგის მრავალფეროვანი სტარტაპ გამოცდილება აქვს. უკვე 5 წელია, რაც კონსალტინგის მიმართულებით მუშაობს. ეხმარება კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს და წარმატებით აშენებს სტარტაპ ეკო-სისტემას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში, რაც სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ხელშესახებ ღირებულებას ქმნის.

კომპანიის თანადამფუძნებლებმა იცოდნენ მისი ფართო სტარტაპ ბექგრაუნდის შესახებ და მას Kernel-ის სწრაფი შედეგების მისაღწევად სთხოვეს დახმარება. გიორგიმ რამდენიმე თვეში მოახერხა, რომ პროდუქტის განვითარების ნაწილი დიდწილად გაეზარდა და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება მოეტანა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა Kernel-ის გუნდის კულტურის, პროცესების და მეთოდოლოგიების ჩამოყალიბებაში.

რას უკავშირდება მისი, როგორც თანადამფუძნებლის, გეგმები?

პირველ რიგში, მთავარი გეგმა კომპანიის და გუნდის წევრების სწრაფი განვითარების ტემპის შენარჩუნებაა, რითაც სტარტაპი დღემდე წარმატებით მოვიდა. კომპანია აქტიურად მუშაობს გუნდის ახლებურ ფორმირებაზე, ინოვაციური პლატფორმების დანერგვასა და ფართო მასშტაბებზე გასვლაზე.

გიორგი ამბობს, რომ მისთვის Kernel-ის თანადამფუძნებლობა დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. სურს, უმოკლეს ვადებში ბრენდს კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავდეს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

მისი ძირითადი მიზანი კი – განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისკენ სწრაფი სვლაა, რადგან სწორედ ეს ქვეყნებია მომავლის მარკეტები. და, სანამ ეს მოხდება, მისი სურვილია, რომ Kernel-ის პლატფორმა უკვე მათ მარკეტებზე მორგებული იყოს.

„სტარტაპის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გუნდის წევრი სტარტაპზე სწრაფად ვითარდებოდეს.

რატომ მოიხიბლა კერნელით და რატომ გადაწყვიტა შეთავაზებას დათანხმებოდა?

გიორგი ამბობს, რომ Kernel-ის გუნდში გაწევრიანება მისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას ნიშნავდა – საერთაშორისო სტარტაპის შექმნა და ამით სიამოვნების მიეღება.

“Kernel-ის პლატფორმა საინტერესო და მნიშვნელოვანი მეჩვენა. მალევე დავინახე ის ღირებულება, რომელსაც ეს გუნდი ქმნიდა და პოტენციალი, რომლის მიღწევაც ერთად შეგვეძლო.  ჩვენ, ყველა ისტორიული ფაქტის წინაშე ვართ, როცა ძალთა ბალანსი იცვლება და უპირატესობა უფრო მეტად ამომავალი ქვეყნების მხარეს გადადის. ამ ქვეყნებს სწრაფად განვითარებისთვის ტექნოლოგიური პროგრესი სჭირდებათ. Kernel, როგორც ინოვაციური პლატფორმა, შესაძლებლობას გვაძლევს, ამ ისტორიული მომენტის ნაწილი გავხდეთ, კაცობრიობას დავეხმაროთ, კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით განვითარდეს და მონაწილეობა მივიღოთ შემდეგი სუპერსახელმწიფოს ფორმირებაში.”

Kernel ოპერირებს სამ ქვეყანაში: საქართველოში, ფილიპინებსა და ინდოეთში, სწრაფად იზრდება ამ ბაზრებზე და ამჟამად 30 ათასზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ ფილიპინებისა და ინდოეთისთვის Kernel-ის მობილური აპლიკაცია შეიქმნა. ფილიპინების ბაზრისთვის კი – ონლაინ გადახდების მიღების ფუნქციონალი ჩაშენდა. ეს არის საინტერესო გზის საწყისი ეტაპი, შესთავაზონ მომხმარებლებს საბანკო სერვისი უახლოესი თვეების განმავლობაში.

სტარტაპის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ბექა დალაქიშვილი აპრილის ბოლოს ინდოეთში გაემგზავრება. მისი ვიზიტის მიზანი ინდური შვილობილი კომპანიის დაფუძნების პროცესის დაწყება და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვაა.

გიორგი ტუხაშვილი კი ამჟამად Startup Grind-ის, US Market Access Center-ის და Globalize-ის ხელშეწყობით ამერიკაში იმყოფება, სადაც მისი მთავარი მისია პოტენციური პარტნიორებთან, ედვაიზორებთან და ინვესტორებთან დაკავშირებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *