Google -ის პროექტი გეოთერმული ენერგიის შესაძლებლობას ადასტურებს

Google -ის პროექტი გეოთერმული ენერგიის შესაძლებლობას ადასტურებს

როდესაც ადამიანები ალტერნატიულ ენერგიაზე საუბრობენ, ისინი, როგორც წესი, ქარისა და მზის ენერგიის ათვისებასთან დაკავშირებული პროექტების შესაძლებლობებს განიხილავენ. არასწორად ნუ გამიგებთ – ამ ტექნოლოგიების დიდ პოტენციალზე არავინ დაობს, მაგრამ ხშირად განხილვის გარეშე რჩება გეოთერმული ენერგიის ფართო შესაძლებლობები. იგულისხმება ბუნებრივი სითბოს გამოყენება მიწის ზედაპირის ქვეშ ელექტროენერგიის წარმოსაქმენელად. ამ ენერგიის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე სუფთა, მდგრად საშუალებად მიიჩნევა. მას სივრცის ეფექტურობის თვალსაზრისითაც მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე თუნდაც ქარის ელექტროსადგურს.

რაღა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერი ბუნებრივი რესურსის გამოყენებისას, ჩნდება კითხვა, სად ჯობია აშენდეს გეოთერმული ელექტროსადგური? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სამხრეთის მეთოდური უნივერსიტეტის მკვლევარებმა (რომელთაც google.org აფინანსებთ) მონაცემები 35 000-ზე მეტი ვებგვერდიდან შეაგროვეს, რათა აშშ-ში გეოთერმული შესაძლებლობების სრული სურათის შესახებ შეექმნათ წარმოდგენა. როგორი იყო მათი დასკვნები? გეოთერმული ენერგიის გამოსამუშავებლად უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, რომლის გამოყენება თავისუფლად შეიძლება დღეს უკვე არსებული ტექნოლოგიების გვერდით. ამ ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ თქვენგანს თავადვე შეუძლია: თუ არ დაიზარებთ, Google Earth -ს ესტუმრებით და საკუთარ შეკითხვას ატვირთავთ.

რამდენია ეს ენერგია?- იკითხავთ თქვენ. მკვლევარები თავიანთ შეფასებებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე დაყრდნობით აკეთებენ – არავითარი აბსტრაქტული ჰიპოთეზები! როგორც ირკვევა, აშშ-ის ზედაპირის ქვევით სამი მილიონი მეგავატი პოტენციური გეოთერმული ენერგიაა. ეს ათჯერ აღემატება იმ ენერგიას, რომელსაც დღეს აშშ-ის ნებისმიერი ქვანახშირის სადგური ფლობს.
ეს არის არსებულთან შედარებით ბევრად უფრო სუფთა ენერგიის უზარმაზარი პოტენციალი!

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *