ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 9.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის აგვოსტოს მაჩვენებელზე (44 მილიონი ლარი) 78%-ით ნაკლებია.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში კი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 13%-ით (33 მილიონი ლარით) არის გაზრდილი. გასული წლის პირველ რვა თვეში წმინდა მოგება 259 მილიონი ლარი იყო, 2015 წლის პირველ რვა თვეში კი 292 მილიონი ლარი.
კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მილიონი ლარებში