საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.3%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.2%-ით გაძვირდა.
იანვარში ფასების ზრდა ძირითადად სურსათის (3.2%-ით) და თამბაქოს (5.8%-ით) გაძვირებამ განაპირობა. ბოსტნეული 16%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი 5%-ით, პური 1.4%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (10.1%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.2%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 8.8%-ით გაიაფდა.