მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 393 მლნ ლარით გაიზარდა და 15.5 მილიარდ ლარს მიაღწია. სახელმწიფო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად ლარის გაუფასურებამ განაპირობა. იანვარში საშინაო სახელმწიფო ვალი 5 მლნ ლარით გაიზარდა.
31 იანვრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 12 308 მლნ ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3 219 მლნ ლარია.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 46%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.