2016 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 73 მილიონი დოლარით (3.1%-ით) შემცირდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2015 წლის ბოლომდე სავალუტო რეზერვები 639 მილიონი დოლარითაა შემცირებული.
იანვარში რეზერვების შემცირება ძირითადად ლარის კურსის გასამყარებლად ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარის გაყიდვამ გამოიწვია.
2016 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარში.