არსებობს მრავალი სახის კომპანია: ზოგი დიდია, ზოგი – პატარა, ზოგი მოგებაზეა ორიენტირებული, ზოგი კი სოციალურ ცვლილებებზე. ამის პარალელურად კი არსებობს Innovecs-ი – გლობალური ციფრული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციის კომპანია, სადაც ხალხი ყველაზე მნიშვნელოვანია. „რატომ ავაშენო კომპანია, თუ საზოგადოების აშენება შემიძლია“, – ფიქრობდა Innovecs-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექს ლუცკი ათი წლის წინ. ეს იდეა მალევე იქცა კომპანიად, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 850 თანამშრომლით, ცხრა ქვეყანაში მუშაობს. Innovecs-ი – კომპანია, რომელიც იყენებს ტექნოლოგიური ჰაბების შექმნისა და გუნდების ახალი ნიჭით გამდიდრების შესაძლებლობას, ქართულ ბაზარზე და ადგილობრივი ტექნოლოგიური საზოგადოების წევრებისთვის როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ კარებს ხსნის.
Innovecs ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ არასოდეს ივიწყებდა ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომას. ეს ყოველთვის Innovecs-ის ბიზნესის საფუძველი იყო. Innovecs-ისთვის კორპორაციული კულტურა არ არის ლამაზი საოფისე ფართი ან ძვირად ღირებული ყავის აპარატები – ეს ადამიანური ურთიერთობებია. ლუცკის აზრით, ორგანიზაციის მისია და ფილოსოფია თანაგრძნობას უნდა ეფუძნებოდეს: ყოველი დიდი თუ მცირე წარმატება თანამშრომლებს შორის უნდა განაწილდეს, რაც კოლაბორაციის განწყობას ქმნის. ურთიერთთანამშრომლობაში, ტექნოლოგიური კომპანიების ჩათვლით, მთავარია კომუნიკაცია. „ამბავი, რომელიც წარმატებას კომუნიკაციის დახმარებით ავლენს, ისაა, რისი გაზიარებაც, ან რაში ჩართვაც, ჩემი აზრით, ყველას სურს“, – ამტკიცებს ლუცკი.
საზოგადოებრივი კორპორაციული კულტურა Innovecs-ში წარმატების მწვერვალად მიიჩნევა. ლუცკისა და მისი გუნდისთვის პროფესიული წარმატება თანამშრომლების ფართო კეთილდღეობიდან გამომდინარეობს. Innovecs-ში მუშაობა არ არის მხოლოდ კოდის დაწერა დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში – მუშაობა ბედნიერებას, თვითდაფასებასა და თვითრეალიზაციას ნიშნავს. „Innovecs-ი ცხოვრობს და მუშაობს სამი ძირითადი ღირებულებით, რომლებიც კომპანიის დნმ-ში აისახება: გააკეთე ინოვაცია; შთააგონე; იზრუნე. ყველას აქვს შანსი, შემოგვთავაზოს ინოვაციური იდეები, შთააგონოს თანაგუნდელები გამორჩეული მიღწევებით, იზრუნოს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამით ჩვენი ხალხი პროფესიულად და პიროვნულად ვითარდება“, – ამბობს ლუცკი.
საინტერესოა, რომ საზოგადოებაზე ორიენტირებული ეს მიდგომა არა უბრალოდ დევიზი, არამედ Innovecs-ის ცხოვრების წესია. “საზოგადოება” ხშირად აღიქმება, როგორც ხშირად გამოყენებული და დაუფასებელი მოდური ტერმინი. მაგრამ ამ შემთხვევაში კომპანია თავისი ღირებულებების მიხედვით ცხოვრობს. „Innovecs-ი საზოგადოებაზე ორიენტირებული ეკოსისტემაა – ანუ, ჩვენს ხალხს შეუძლია, შექმნას და გახდეს კომპანიაში საზოგადოების ან კლუბის ლიდერი, ხოლო Innovecs-ი მხარს დაუჭერს მათ და ინვესტირებას გაუწევს მათ გატაცებას“, – ამბობს ლუცკი. ალექსი საუბრობს InnoClub-ზე, და უნდა ითქვას, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია.
დაე, ყველაფერზე ფაქტებმა ილაპარაკონ: მათ ამჟამად 10-ზე მეტი საზოგადოება აქვთ. ერთ-ერთი მათგანია მორბენალთა საზოგადოება, რომელშიც თანაგუნდელები სხვადასხვა გამოწვევაში – სირბილის ტურნირებსა და საქველმოქმედო მარათონებში მონაწილეობენ. არის ფეხბურთისა და ყინულის ჰოკეის ამბიციური გუნდები მწვრთნელითა და სისტემატური ვარჯიშით. ასევე არსებობს გონებამახვილობის საზოგადოება, რომელიც არა მხოლოდ ემოციურ სწავლებაზე, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეცაა ფოკუსირებული. საინვესტიციო საზოგადოება ხელს უწყობს პოზიტიური ფინანსური ჩვევების შთაგონებას, ხოლო საჯარო გამოსვლების საზოგადოების წევრები აუმჯობესებენ კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარებს. „კორპორაციული კულტურა მუდმივად ვითარდება, ყველას შეუძლია, გაამდიდროს იგი და წამოიწყოს ახალი მიმართულება. ეს ზუსტად ის კულტურაა, რომელიც გვინდა, რომ დავნერგოთ და განვავითაროთ ჩვენს ქართულ ოფისებში, პირველივე დღიდან“, – ამბობს ალექს ლუცკი.
Innovecs-ში უბრალოდ კოდირება საკმარისი არაა – კომპანიის აღმასრულებლებს ესმით, რომ ადამიანები თავიანთი ცხოვრებით რაღაც ღირებულის შექმნას ცდილობენ. Innovecs-ი ტექნიკური კომპანიაა, რომელიც თვლის, რომ ინჟინერიის ლიდერშიპი ხელს უწყობს გლობალურ ციფრულ ტრანსფორმაციას. სწორედ ამიტომ შეიქმნა InnoHub-ი, რომელიც აძლიერებს კოლაბორაციულ ზრდასა და ქმნის ინჟინერიის ლიდერების საზოგადოებას. „Innovecs-ში გუნდის თითოეულ წევრს შეუძლია არა მხოლოდ კონკრეტულ სფეროში ზრდა და კარიერის კიბეზე აღმასვლა, არამედ პროფესიებისა და სფეროების ცვლაც. გვაქვს შემთხვევები, როცა თანამშრომლები შეგირდებიდან მენტორებად გადაიქცნენ და გაიღრმავეს კომუნიკაციისა და მენეჯერული უნარები, ან როცა მოგზაურობის მენეჯერი გადავიდა პროექტის კოორდინატორის, შემდეგ კი პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. ყველაფერი საგანმანათლებლო პროგრამების, მასტერკლასების, სემინარებისა და სასწავლო მარშრუტების სპექტრის დამსახურებაა“, – აცხადებს ლუცკი.
შემდეგ არის InnoCamp-ი – საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომლის მეშვეობითაც Innovecs-ი ასწავლის არა მხოლოდ თავის თანამშრომლებს, არამედ ფართო საზოგადოებასაც. ეს შედარებით ახალი პროგრამაა, რომელიც 2019 წელს დაიწყო. სამი წლის განმავლობაში Innovecs-ის ყველაზე ნათელი ტვინები უძღვებოდნენ QA Manual-ს, QA Automation-ს, Frontend (JS, React), Unity-ის, Talent Sourcing-სა და სხვა სასწავლო მიმართულებებს. პანდემიის გამო, ეკოსისტემა გახდა ციფრული – დღეს InnoCamp-ში ადამიანები ირიცხებიან სტაჟიორებად, ჯუნიორებად, ასევე მენტორებად და რეალურ პროექტებზე მუშაობისას გამოცდილებას იღებენ.
Innovecs-ში თანამშრომლების პირადი და პროფესიული ბედნიერება უპირველესია და ასე იქნება ყოველთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ახალ საერთაშორისო ოპერაციას წამოიწყებს კომპანია.
„InnoHub-ის, InnoClub-ისა და InnoCamp-ის წყალობით, ჩვენს ქართველ კოლეგებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ პროფესიულ და ცხოვრების სტილის ღონისძიებებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰქონდეთ უფასო წვდომა ჩვენს კორპორაციულ ცოდნის ბაზაზე და ჩაერთონ სერტიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებში. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ კარიერული შესაძლებლობების შექმნა, არამედ გავლენის მოხდენა სრულიად საქართველოში საინჟინრო საზოგადოების განვითარებაზე“, – ამბობს ლუცკი.
საქართველოში ბიზნესის შენება Innovecs-ისთვის ახალი და ამბიციური წამოწყებაა. ალექს ლუცკისთვის საქართველო კვლევისა და განვითარების სტრატეგიული რეგიონალური ცენტრია. შეიძლება იკითხოთ, რატომ საქართველო? ალექსი უპასუხებს, რომ ეს აქტიურად განვითარებადი ტექნოლოგიური ეკონომიკაა. საქართველო საშუალოზე მაღლა დგას მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ძირითად საერთაშორისო რეიტინგებში. ესაა ქვეყანა, სადაც ფრილანსერობა ფართოდაა გავრცელებული. მეტიც, 2014 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნის შემდეგ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გატარდა ქვეყნის ძლიერი ციფრული ეკოსისტემის განვითარებისთვის.
რაც შეეხება საქართველოში ბიზნესის წამოწყებას, Innovecs-ს აქვს კონკრეტული მიზანი – განახორციელოს ფართომასშტაბიანი დაქირავების ოპერაცია, რომელიც გთავაზობთ არჩევანს 2022 წლის ბოლომდე ახლად გარემონტებულ ოფისებში ან დისტანციურად მუშაობას შორის. Innovecs-ი გეგმავს ორმოცდაათი პროფესიონალის დაქირავებას ძირითადად თბილისიდან და ბათუმიდან, მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ შეუერთდნენ მათ დისტანციურად ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან. კომპენსაცია კონკურენტუნარიანია და ოფისების ადგილმდებარეობის მიუხედავად, თანამშრომლებს ეძლევათ წვდომა უნივერსალური შეღავათების სისტემაზე, თანაბარ მოტივაციის ჩარჩოებსა და წახალისებებზე.
ალექს ლუცკისთან საუბრისას Innovecs-ის დაარსების მისეულ გამოცდილებაზე, ლიდერობის სხვადასხვა მიდგომაზე, კორპორაციულ კულტურაზე, და მისი თანამშრომლების ენთუზიასტური ქების მოსმენისას, გამუდმებით ჩნდებოდა ერთი აზრი. ვფიქრობ Innovecs-ზე და ვხედავ კომპანიას, რომელიც თავის თანამშრომლებს ყველაფერზე მეტად აფასებს. მშვიდობიან დროს, კომპანია მხარს უჭერს მათი თანამშრომლების პროფესიულ და პირად ძალისხმევას; ხოლო ომის დროს ის იცავს მათ უსაფრთხოებას. კომპანიის ეს მახასიათებელი, სამწუხაროდ, უკრაინის მასშტაბური ომის დროს გამოიკვეთა. გარდა იმისა, რომ არის გლობალური კომპანია, სათავო ოფისით შეერთებულ შტატებში, Innovecs-ს მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა აქვს აღმოსავლეთ ევროპის დიდ ქვეყნები. ახალი ოფისები მალე გაიხსნება პოლონეთსა და უნგრეთში, ხოლო უკრაინა რჩება მათ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზრად. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, კლიენტების მხარდაჭერის გაგრძელებისთვის კომპანიის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად Innovecs-მა თავისი ბიზნესის უწყვეტობის გეგმა გაააქტიურა, მაგრამ ამ ყველაფრის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
„24 თებერვალს უკრაინაში ვიყავი და ვიგრძენი ზუსტად ის, რასაც ხალხი გრძნობდა, როდესაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კომპანია იმავე დღეს შეიკრიბა. მთავარი კითხვა იყო: “რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი თანამშრომლების დასახმარებლად?” პირველი იყო ადგილმდებარეობის შეცვლა. ჩვენ შევეცადეთ, დავხმარებოდით ადამიანებს უკრაინის დასავლეთში – ქვეყნის ყველაზე უსაფრთხო ნაწილში ან მის ფარგლებს გარეთ გადასასვლელად. ჩვენ შევქმენით სხვადასხვა ფინანსური და პირადი მხარდაჭერის ხაზი ჩვენი თანამშრომლებისთვის, მათ შორის გადაადგილების პაკეტები. ჩვენ დღემდე ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ თანამშრომლებს“, – აცხადებს ლუცკი.
ბევრი კომპანია ამას დასჯერდებოდა, მაგრამ Innovecs-ისთვის ეს საკმარისი არ იყო. Innovecs-მა შექმნა თანამშრომლების დახმარების ფონდი, რათა დაეხმაროს თანამშრომლებს და მათ ოჯახებს, თუ ისინი დაკარგავენ სახლს ან საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას. ჯარში გაწევრიანებული თანამშრომლებისთვის, Innovecs-მა შემოიღო სამხედრო პოლისი. ეს ყველაფერი გადამწყვეტი იყო და ამან იმუშავა. დღეს ადამიანების უმეტესობა კვლავ ცხოვრობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მაგრამ ბევრი დაბრუნდა კიევში, სადაც ოფისი ახლახან გაიხსნა.
„როდესაც გამგეობას წარვუდგინე პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები, დავსვი ერთადერთი პუნქტი და ვთქვი, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოება. ჩვენ მას “სასიცოცხლო შემოწმებას” ვუწოდებთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად არის პერსონალის თითოეული წევრი და უჭირს თუ არა მას. ამ გზით, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, მივმართოთ მათ, და მათ შეუძლიათ, მოითხოვონ მხარდაჭერა მენეჯმენტისგან. ჩვენ ამას მივაღწიეთ“, – ამბობს ალექსი ამაყად.
ასეთ მომენტებში ნამდვილი ლიდერები იბადებიან. ასეთ მომენტებში ორგანიზაცია აჩვენებს თავის ნამდვილ სახესა და კორპორაციულ კულტურას. Innovecs-ში თანამშრომლების პირადი და პროფესიული ბედნიერების საკითხი დგას უპირველეს ყოვლისა და ასე იქნება ყოველთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ახალ საერთაშორისო ოპერაციას დაიწყებს კომპანია.