2022 წელს ჩვენ აღვნიშნეთ 4 წლის იუბილე:
ამ დროის განმავლობაში ჩვენ თქვენთან ერთად დავფარეთ 87 000 000 კილომეტრი და თქვენი 18 000 000 სურვილი სახლის კარამდე მოგიტანეთ.
საბა მჭედლიშვილი, „Glovo საქართველოს“ ფინანსური დირექტორი:
საქართველო ელკომერციის განვითარების საწყის ეტაპზეა, მაგრამ ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში შთამბეჭდავია და მომდევნო 3-5 წლიან პერიოდში
კიდევ უფრო მასშტაბურ პოზიტიურ დინამიკას ველოდებით.
„გლოვოს“ წვლილი ელექტრონული კომერციის განვითარებაში პრინციპული მნიშვნელობისაა როგორც ევროპული გამოცდილების დანერგვით და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ასევე სოლიდური ინვესტიციებით.
2022 წელი „გლოვო საქართველოსთვის“ კიდევ ერთი წარმატებული წელია ბევრი სხვადასხვა მაჩვენებლით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაზარზე ლიდერის პოზიციების გამყარება და 2021 წელთან მიმართებით ელექტრონული კომერციის ბრუნვის 64% ით ზრდა, რაც კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ მომხმარებლები ირჩევენ „გლოვოს“!
სამომავლო გეგმები და სტრატეგია უცვლელია, ჩვენი პრიორიტეტი მომავალ წელს მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობა და მდგრად განვითარებაზე ფოკუსირება იქნება. ამ მომენტისთვის სრულად ვართ ორიენტირებული ინოვაციურ პროექტებზე, ახალი პარტნიორებისა და კურიერების მოზიდვაზე, რათა მომხმარებლებისთვის ყველა პროდუქტი და სერვისი გავხადოთ ხელმისაწვდომი”.
ინოვაციები, როგორც Glovo-ს წამყვანი მიმართულება:
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც Glovo-მ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვა დაიწყო. 2021 წლის ზაფხულიდან სამოგზაურო ტურების, დაზღვევისა და სხვა უამრავი სერვისისა თუ პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ.
ლუკა ხვადაგიანი, Glovo-ს ბიზნესინოვაციების მენეჯერი
„წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩეოდა საინტერესო სიახლეებით. ისეთი სერვისების დამატება შევძელით, რაც ადრე წარმოუდგენელი ჩანდა. ტანსაცმლის ქიმწმენდა, ტრანსპორტის ბილეთები, უძრავი ქონების აზომვა-რეგისტრაცია – ამ და სხვა საინტერესო შეთავაზებების პოვნა სწორედ ჩვენს აპლიკაციაში შეგიძლიათ. გაძლიერდა ჩვენი Food Corner/Cook Room-ის მიმართულებაც, დაგვემატა ახალი ობიექტები და 2023 წელს ორ ახალ ობიექტსაც გავხსნით”.
ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა:
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, ჩვენ გვყავს 130-ზე მეტი თანამშრომელი და ათივე ქალაქში 5000-ზე მეტი აქტიური გლოვერი. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც თქვენ ენდობით!
2022 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ქართული გუნდი ახალ ოფისში გადავიდა. ახალი სახლი ხომ ახალი იდეების, გეგმებისა და მიზნების საწინდარია!
დავაწესეთ ინდუსტრიის ახალი სტანდარტები:
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც სოციალური ინიციატივა „კურიერებისთვის“ ამოქმედდა. ესაა პროექტი, რომელიც, 2021 წლიდან მოყოლებული, გიგ-ეკონომიკას სრულიად ახალ სტანდარტს სთავაზობს.
- ჯამში, ჩვენ მივიღეთ და დავაკმაყოფილეთ 87 მოთხოვნა დამატებით შეღავათებზე
- 59 ახალბედა მშობელს მშობიარობის სამედიცინო ხარჯების ნაწილი ავუნაზღაურეთ
- 900-მა პარტნიორმა კურიერმა მიიღო მონაწილეობა უსაფრთხოებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგებში
- ხოლო სასწავლო ტრენინგებს 25 პარტნიორი კურიერი დაესწრო.
გავაძლიერეთ ადგილობრივი კომერცია:
ჩვენადგილობრივ საცალო ბიზნესს გაციფრულებაში ვეხმარებით. საქართველოში ჩვენი პარტნიორების 90%-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოებია.
გასულ წელს დავიწყეთ Glovo Local-ი – ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის საშუალებითაც ვგეგმავთ, რომ მცირე ბიზნესებს გაციფრულებაში დავეხმაროთ. ის იქნება პირველი პროგრამა ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, რომელიც მცირე ბიზნესისთვის სპეციალურ სერვისს უზრუნველყოფს, რათა მათი საჭიროებები ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე დააკმაყოფილოს.
არტემ კოლოსიუკი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში:
„მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 000-ზე მეტ მაღაზიასთან ვთანამშრომლობთ. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მცირე ბიზნესებია, რომელთაც მძიმე ტვირთად აწევთ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი. გლობალურად, ჩვენი პარტნიორი სავაჭრო ობიექტების მხოლოდ 20% აწარმოებს ბიზნესს ონლაინ. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც. ესაა ინდიკატორი იმისა, რომ ახლა აუცილებელია მათთვის გაციფრულების შეთავაზება, თანაც – გადაუდებლად. Glovo Local-ის შეთავაზებებით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომ მისწვდნენ უფრო მეტ ადამიანს და მეტი მომხმარებელი მოიზიდონ. ამით ჩვენ მათ ვუხსნით გზას, გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და, შესაბამისად, გააძლიერონ ადგილობრივი ეკონომიკა“.
ვიზრუნეთ მათზე, ვისთვისაც ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
უკვე მრავალი წელია, ჩვენ ვმეგობრობთ „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“, „Animal Project”-თან და „კათარზისსა“ თუ სხვა ხანდაზმულთა პანსიონატებთან. ჩვენ ვცდილობთ, ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს განსაკუთრებულად სჭირდება.
პარტნიორებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიერეთ:
ჩვენ ერთად აღვნიშნეთ Brands Day, განვიხილეთ განვლილი წლები და სამომავლო გეგმები დავსახეთ!
ამ დრომდე Glovo აკავშირდებდა სამ ძირითად მხარეს: კურიერებს, მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს. ახლა ამ სინერგიაში გაჩნდა სტრატეგიული ადგილი ბრენდებისათვის. ბრენდებთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულება მიზნად ისახავს, Glovo-ს არსებული რესურსებით, ბრენდებისათვის ელექტრონული კომერციის განვითარებაში დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს თიბისიმ და Glovo-მ ექსკლუზიური სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყეს. Glovo უკვე წლებია, თიბისის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობით გაგრძელდება. მრავალი წელია, რაც ტექნოლოგიური კომპანიები ქვეყანაში ციფრულ ეკოსისტემას ავითარებენ. ამიერიდან ისინი გაერთიანებული ძალებით შეეცდებიან რეალობის შეცვლას. სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს ქვეყნის ეკონომიკისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზრდისთვის.
თორნიკე გაბიცინაშვილი, კომერციული დირექტორი:
„2022 იყო სრულიად გამორჩეული წელი Glovo საქართველოს ისტორიაში, რადგან დავიწყეთ მრავალი ინოვაციური პროექტი და დავუმეგობრდით ქვეყნის წამყვან კომპანიებს. ჩვენ ვითანამშრომლეთ ქართული ბაზრის ისეთ ლიდერებთან, როგორიცაა VISA, Coca-Cola, Agrohub-ი, Nikora და მრავალი სხვა კომპანია. ასევე დავიწყეთ მრავალწლიანი პარტნიორობა თიბისისა და Tnet-თან. გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი BTU-სთან. Glovo-ს დამფუძნებელი, საშა მიქაუდი ჩართული იყო GITA-ს 150 000-ლარიანი გრანტების პროექტში, როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრი.
კატო პეტრიაშვილი, ბრენდებთან პარტნიორობის მენეჯერი:
„ჩვენი პარტნიორების საშუალებით, მთელი წლის განმავლობაში ვთავაზობდით ჩვენს მომხმარებლებს უნიკალურ სერვისებსა თუ პროდუქტებს, ხოლო პარტნიორებს გაძლიერებაში ვეხმარებოდით. იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს კიდევ უფრო მეტი საინტერესო პარტნიორობა და კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროექტი გველოდება“.
Glovo გილოცავთ ახალ წელს და კიდევ უფრო მრავალფეროვან 2023 წელს გპირდებათ!