საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2015 წლის ივლისში წინა წლის ივლისთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა. ხოლო 2015 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.6% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლისთვის საქართველოს მთავრობა 2 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.