მიმდინარე წლის ივნისში, 2015 წლის ივნისთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 32 მილიონი ლარით შემცირდა. 2015 წლის ივნისში საელმწიფო ბიუჯეტში 545 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალი შევიდა, ხოლო 2016 წლის ივნისში 513 მლნ ლარის. საგადასახადო შემოსავლების შემცირება დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული თანხის 39 მლნ ლარით შემცირებამ განაპირობა.
პირველი ორი კვარტლის (იანვარ-ივნისი) საგადასახადო შემოსავლებს რაც შეეხება, 2016 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტმა 164 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ივნისში არსებული კლების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტის 2016 წლის ორი კვარტლის საგადასახადო გეგმა 0.8%-ით (29 მლნ ლარით) გადაჭარბებით შესრულდა.