საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.6%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.2%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით ფასები 26.4%-ით არის გაზრდილი.
ივნისში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-14%), რძე, ყველი და კვერცხი (-2.3%), ხილი (-14.6%). ამასთან, ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (0.9%) და ტრნსპორტზე (0.8%).
ბოლო ერთ წელიწადში ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (4.9%-ით) გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების ფასები 4.6%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 0.7%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 5.1%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 7.7%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაცია საქართველოში
წყარო: საქსტატი