ივნისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.1 პროცენტით გაიაფდა

ივნისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1.1 პროცენტით გაიაფდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, 1.1%-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის ივნისთან შედარებით 6.8%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 44%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

2018 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 1.3%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1% პუნქტი შეადგინა. კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1.5%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (4.1%).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 5.1%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (3.6%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (13.5%), რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (14.4%).  ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 14.6%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.