საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2022 წლის ივნისში 2021 წლის ივნისთან შედარებით 225 მლნ აშშ დოლარით, 112%-ით გაიზარდა. ივნისში სულ 427 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
იანვარ-ივნისში, საზღვარგარეთიდან საქართველოში, სართო ჯამში, 1.8 მილიარდი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 39%-ით (703 მლნ აშშ დოლარით) მეტია.
ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან გადმორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 231 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. ეს 2021 წლის ივნისის მაჩვენებელზე 6-ჯერ მეტია. ასევე, ყაზახეთიდან გადმორიცხული თანხები – 13 მლნ აშშ დოლარით, ყირგიზეთიდან კი 6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთიდან მიმდინარე წლის მაისში 82 მლნ აშშ დოლარით მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე მიმდინარე წლის ივნისში.
მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან – 2021 წლის ივნისში 8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის ივნისში კი მხოლოდ 57 ათასი აშშ დოლარი.
ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 3 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის ივნისის მაჩვენებელზე.
წარმოგიდგენთ ქვეყნებს, საიდანაც ივნისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა (მაჩვენებლები მლნ აშშ დოლარშია მოცემული):