ივნისში ტურისტების რაოდენობა 21 პროცენტით გაიზარდა

ივნისში ტურისტების რაოდენობა 21 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, 2017 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. 2018 წლის ივნისში 399 989 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის ივნისში 331 439.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ივნისში 13.8%-ით გაიზარდა და ჯამში 727 385 ვიზიტორი შემოვიდა.

ივნისში ყველაზე მეტი (173 358) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 148 180 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 130 929 ვიზიტორით.

ხუთი თვის ჯამში, იანვარ-ივნისში ტურისტების რაოდენობა 23%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 13.6%-ით გაიზარდა.

უკვე ცნობილია 2018 წელს ტურიზმიან მიღებული შემოსავლების დაზუსტებული მაჩვენებლები, რომლის მიხედვით იანვარ-მარტში საქართველომ 551 მლნ დოლარიშ შემოვლები მიიღო. ეს მაჩვენებელი 2017 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 125 მლნ დოლარით, 29%-ით აღემატება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *