ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯების გეგმა იზრდება

ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯების გეგმა იზრდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მიმდინარე წლის პირველი 9 თვის გეგმა 49 მილიონი ლარით გაიზარდა. ზრდის საჭიროება განაპირობა ჯანდაცვის ხარჯების მოსალოდნელზე მეტად ზრდამ, რომლის თავდაპირველი გეგმა 61 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 9 თვის გეგმა 52.6 მილიონი ლარით გაიზარდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ხაზინის ყოველდღიური ოპერატიული ინფორმაციით, 9 თვის გეგმიდან სამინისტროს სექტემბერში დასახარჯად დარჩა მხოლოდ 56 მილიონი ლარი, როცა სამინისტროს საშუალოთვიური ხარჯი 258 მილიონი ლარია.

ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები

ბიუჯეტის მუხლები (მილიონი ლარებში)

გეგმა 1

გეგმა 2

სხვაობა

სამინისტროს ბიუჯეტი სულ

2078.4

2127.5

49.1

პროგრამები სმართვა

39.4

37.9

-1.5

პენსია და სოციალური დახმარება

1523.5

1514.3

-9.2

პენსია

1039.5

1033.2

-6.3

სოციალური დახმარება

469.2

466.6

-2.6

ჯანდაცვა

491.6

552.7

61.1

საყოველთაო ჯანდაცვა

352.2

404.8

52.6

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

39.3

42.2

2.9

სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში

99.3

105.1

5.8

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და
აღჭურვა

21.3

21.3

0

შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა

2.6

1.3

-1.3