კონკურენციის სააგენტომ ფოთის პორტის საქმეზე მოკვლევა დაასრულა

კონკურენციის სააგენტომ ფოთის პორტის საქმეზე მოკვლევა დაასრულა

კონკურენციის სააგენტო განმარტავს, რომ ფოთის პორტის მიერ დაგეგმილი სახით კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება გამოიწვევს “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას. თუმცა, არ დადასტურდა ფოთის პორტის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ვინაიდან კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება არ მომხდარა. 

ამასთან, კონკურენციის სააგენტო განმარტავს, რომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, ასევე ფოთის პორტის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფოთის პორტს, საზღვაო ხაზებსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას სააგენტომ შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ 14-მა სატერმინალო კომპანიამ ფოთის პორტის მიერ კონტეინერების გადმოტვირთვისას მომსახურების ერთიანი სატარიფო სისტემის დაწესება დაახლოებით 1 წლის წინ გაასაჩივრა. კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე კი გასული წლის ზაფხულში სასამართლომ ფოთის პორტს ახხალი სქემის გამოყენება დროებით შეუჩერა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *