დაივიწყეთ ბარათების ტარება, ახალი ციფრული შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ, დაამატოთ კრედო ბანკის Mastercard ბარათები Google Pay-ზე და გადაიხადოთ სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად Google-ის ციფრული საფულით, Google Wallet-ით სასურველ ობიექტებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში.
Google Pay-ით გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ნებისმიერი Android და OSWEAR მოწყობილობით (Android lollipop 5.0 ან მასზე მაღალი მხარდაჭერით).
Google Pay სასარგებლო და უსაფრთხო გზაა თქვენი ფინანსების სამართავად, სადაც უკონტაქტო გადახდების შესაძლებლობასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებებსაც აღმოაჩენთ.
Google-ის ციფრული საფულის (Google Wallet) აპლიკაციაში ბარათის დასამატებლად, ჩამოტვირთეთ G Pay-ის აპლიკაცია Google Play Store-იდან. ამის შემდეგ, ავტორიზაციის მარტივი პროცედურით, დაამატეთ კრედო ბანკის ნებისმიერი Mastercard ბარათი.
დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://credobank.co/3XicLbc