კრემლი: პუტინსა და ზელენსკის შეხვედრის არანაირი საფუძველი არ არსებობს

კრემლი: პუტინსა და ზელენსკის შეხვედრის არანაირი საფუძველი არ არსებობს

კრემლი თვლის, რომ უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

კრემლის სპიკერმა განცხადება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან შუამავლობის შეთავაზების საპასუხოდ გააკეთა. ერდოღანმა მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. კონფერენციაზე პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ შედგება, როდესაც მომლაპარაკებლები ორივე მხრიდან, „მათთვის მიცემული დავალების შესრულებას შეძლებენ“.

შეგახსენებთ, რომ უკვე თვეებია მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ პროგრესის ნაკლებობაში. „უკრაინული დელეგაცია რადარიდანაა გასული, ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი არ მიმდინარეობს“, განაცხადა პესკოვმა კონფერენციაზე.

„რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრას, ეს მხოლოდ დელეგაციების მხრიდან საშიაო დავალების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ეს კი არ ხდება, ამიტომაც ქვეყნების ლიდერებს შორის შეხვედრის ჩანიშვნისთვის აუცილებელი წინაპირობებიც არ არსებობს“, დასძინა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *