ბოლო დღეებში ლარმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო. 16 მაისის ოფიციალური კურსიდან – 2.364, 20 მაისამდე 2.6 თეთრით გამყარდა და დღეს 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.338 ლარია. ბლუმბერგის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე კი კურსი 2.31-მდე შემცირდა.
ლარი გამყარდა ევროს მიმართაც. 15 მაისს 1 ევრო 2.70 ლარი ღირდა. 20 მაისის ოფიციალური კურსი კი 2.62-ია.
ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს საღამოს 5 საათზე განაახლებს.