"ლოგისტიკის ინდექსით" საქართველო მსოფლიოში 119-ე ადგილზეა

"ლოგისტიკის ინდექსით" საქართველო მსოფლიოში 119-ე ადგილზეა

„ლოგისტიკის ინდექსში“ საქართველო მსოფლიოში 119-ე ადგილზეა. წინა წლებთან შედარებით საქართველოს პოზიცია 11 საფეხურით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგს აჩვენებს. 

ინდექსს მსოფლიოს ბანკი 2 წელში ერთხელ აქვეყნებს. მიმდინარე წლის რეიტინგის შესადგენად მსოფლიო ბანკმა 2012, 2014, 2016 და 2017 წლის მონაცემები გამოიყენა და საბოლოო სურათის შესაქმნელად თითოეული წლის მონაცემს პროცენტები მიანიჭა – 2012:  6.7 %, 2014: 13.3%, 2016: 26.7; 2017:  53.3%. 2012-2018 წლების საშუალო მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 124-ე ადგილზეა. 

ინდექსი მსოფლიოს 167 ქვეყნის მონაცემს აერთიანებს. 

2012 წლიდან საქართველოს პოზიცია რეიტინგში მუდმივად უარესდება, მაშინ ქვეყანას 77 ადგილი ეკავა. 

ლოგისტიკის ინდექსი ქვეყნის მონაცემებს 6 კრიტერიუმით აანალიზებს და თითოელ მათგანს მაქსიმუმ 5 ქულას ანიჭებს. საქართველოს შედეგები 2018 წლის რეიტინგში შემდეგია:

  • საშუალო ქულა – 2.44
  • საბაჟო სისტემა – 2.42 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.16 ქულით)
  • ინფრასტრუქტურა – 2.38 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.21 ქულით)
  • საერთაშორისო გადაზიდვები – 2.38 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.3 ქულით)
  • ლოგისტიკური კონკურენტუნარიანობა – 2.26 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.18 ქულით)
  • გზებისა და ტვირთების მეთვალყურეობა  – 2.26 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუარესდა 0.18 ქულით)
  • სერვისების ვადები – 2.95 ქულა (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 0.15 ქულით). 

სამეზობლოდან საქართველო ყველაზე ცუდ პოზიციაზეა. საქართველოს უსწრებს სომხეთი – 92-ე ადგილი, რუსეთი – 75-ე ადგილი და თურქეთი – 47-ე ადგილი. (აზერბაიჯანის მონაცემს მსოფლიო ბანკი არ ითვლის). საქართველოს უსწრებს თურქმენეთს, რომელიც 126-ე ადგილზეა, თუმცა ჩამორჩება ყაზახეთს, რომელიც 71 ადგილზეა. 

ჯამში, ინდექსი ითვლის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველო სატრანსპორტო დერეფანში. 2016 წელს მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ინდექსში 130-ე ადგილი დაიკავა, მთავრობის წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკთან შეხვედრებიც გამართეს, რათა მომდევნო წლებში ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესებულიყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.