მარტში ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა

მარტში ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, 2015 წლის მარტთან შედარებით, ირანიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა და 13 651 შეადგინა, გასული წლის მარტში 1 171 ირანელი ვიზიტორი შემოვიდა. ვიზიტორების ასეთი მასშტაბით ზრდა შედეგია იმის, რომ მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან საქართველომ ირანთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

მარტში ვიზიტორების რაოდენობა სულ, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2015 წლის მარტთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. 2015 წლის მარტში 386 257 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის მარტში კი 450 875. პირველ კვარტალში კი ვიზიტორების რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. 2015 წლის მარტში 136 389 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის მარტში 170 281. პირვალ კვარტალში (იანვარი-მარტი) კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 16% შეადგინდა.

მარტში ყველაზე მეტი (131 523) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 102 723 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 95 092 ვიზიტორით. ირანი, მე-5 ადგილზეა 13 651 ვიზიტორით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.