საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 108 ათასით (211%-ით) გაიზარდა. 2021 წლის მარტში 51 255 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2022 წლის მარტში – 159 199.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მარტში 266%-ით გაიზარდა და ჯამში ქვეყანაში 211 484 ვიზიტორი შემოვიდა.
პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წლის მარტთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 66%-ით არის შემცირებული, ხოლო ტურისტების – 52%-ით.
სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში ტურისტების რაოდენობა – 4-ჯერ, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 4.3-ჯერ გაიზარდა.
მარტში ყველაზე მეტი (42 421) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი 22 536 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 21 990 ვიზიტორით. უკრაინიდან 6 375 ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით, ყველა აღნიშნული ქვეყნიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | 2021: მარტი | 2022: მარტი | ცვლილება 2021/2022 % |
თურქეთი | 20,237 | 42,421 | 109.6% |
რუსეთი | 4,703 | 22,536 | 379.2% |
სომხეთი | 5,656 | 21,990 | 288.8% |
აზერბაიჯანი | 4,226 | 14,554 | 244.4% |
ისრაელი | 530 | 12,308 | 2222.3% |
ირანი | 841 | 7,070 | 740.7% |
უკრაინა | 3,115 | 6,375 | 104.7% |
ყაზახეთი | 1,016 | 5,358 | 427.4% |
ბელარუსი | 759 | 5,260 | 593.0% |
საუდის არაბეთი | 12 | 3,360 | 27900.0% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია