საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2022 წლის მარტში 2021 წლის მარტთან შედარებით 5 მლნ დოლარით, 2.6%-ით გაიზარდა. მარტში სულ 193 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1 მლნ დოლარით ნაკლებია 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე.
იანვარ-მარტში, ჯამში, 545 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 9%-ით (46 მლნ დოლარით) მეტია.
მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ისრაელიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
რუსეთიდან ფულადი გზავნილები მარტში 16%-ით, 5.2 მლნ დოლარით შემცირდა.
ქვეყნები, საიდანაც მარტში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | მარტი, 2021 | მარტი, 2022 | ზრდა % |
იტალია | 30.5 | 36.0 | 5.5 |
ყაზახეთი | 2.4 | 7.6 | 5.2 |
გერმანია | 8.4 | 11.3 | 2.9 |
აშშ | 24.1 | 25.6 | 1.5 |
ისრაელი | 15.6 | 17.0 | 1.3 |
ყირგიზეთი | 0.9 | 2.1 | 1.2 |
გაერთიანებული სამეფო | 1.9 | 2.9 | 1.1 |
საფრანგეთი | 2.9 | 3.7 | 0.8 |
პოლონეთი | 2.2 | 2.9 | 0.7 |
ესპანეთი | 4.5 | 4.7 | 0.2 |
წყარო: ეროვნული ბანკი