საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით 62 მლნ დოლარით, 50%-ით გაიზარდა. მარტში სულ 188 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 25 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4.5 მლნ დოლარით მეტია 2020 წლის მარტის მაჩვენებელზე.
იანვარ-მარტში, ჯამში, 499 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 28%-ით (110 მლნ დოლარით) მეტია.
მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ქვეყნები, საიდანაც მარტში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა (მლნ დოლარი)
ქვეყანა | მარტი-2020 | მარტი-2021 | ზრდა |
იტალია | 17.3 | 30.5 | 13.2 |
აშშ | 15.1 | 24.1 | 9.0 |
რუსეთი | 25.4 | 32.2 | 6.8 |
უკრაინა | 3.6 | 8.9 | 5.2 |
აზერბაიჯანი | 2.4 | 7.3 | 4.9 |
საბერძნეთი | 16.2 | 20.7 | 4.4 |
ისრაელი | 11.8 | 15.6 | 3.8 |
გერმანია | 4.9 | 8.4 | 3.5 |
ესპანეთი | 3.2 | 4.5 | 1.3 |
საფრანგეთი | 1.7 | 2.9 | 1.3 |
წყარო: ეროვნული ბანკი