საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 56%-ით შემცირდა. 2019 წლის მარტში 328 486 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2020 წლის მარტში 144 166.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მარტში 62%-ით შემცირდა და ჯამში 233 479 ვიზიტორი შემოვიდა.
სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში ტურისტების რაოდენობა 13.2%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 17.6%-ით შემცირდა.
მარტში ყველაზე მეტი (117 050) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი 98 480 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 84 403 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც 2020 წლის მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა: