მერაბ დვალიშვილი World MMA Awards-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი გახდა

მერაბ დვალიშვილი World MMA Awards-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი გახდა

მერაბ დვალიშვილი World MMA Awards-ის გამარჯვებული გახდა. ის ლას-ვეგასში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს და ჩარლზ ლუისის სახელობის ჯილდო გადასცეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ ნომინაციაში ქართველმა სპორტსმენმა გაიმარჯვა. World MMA Awards-ი შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად მიიჩნევა და მას ხშირად MMA-ის „ოსკარსაც“ უწოდებენ.

ამ გამარჯვებით მერაბ დვალიშვილი იმ მებრძოლთა რიგს შეუერთდა, რომლებმაც წლის საუკეთესო მებრძოლის ტიტული სხვადასხვა წლებში მოიპოვეს. მათ შორის არიან ალექს პერეირა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ისრაელ ადესანია, კონორ მაკგრეგორი, ჯონ ჯონსი, ჟორჟ სენ-პიერი და ანდერსონ სილვა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილი დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. ის ამჟამად საქართველოში იმყოფება, სადაც RAF 11-ის ტურნირისთვის ემზადება. დვალიშვილი 11 ივლისს ბრძოლას ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართავს.