Michelin-ი რუსეთში საკუთარ აქტივებს ყიდის

Michelin-ი რუსეთში საკუთარ აქტივებს ყიდის

გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, საბურავების ფრანგული მწარმოებელი, საერთაშორისო ბრენდი Michelin-ი რუსეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. კომპანია საკუთარ მფლობელობაში არსებულ Russia Tyre Manufacturing Company-ს ქვეყანაში საბურავების დისტრიბუტორ Power International Tyres-ს მიჰყიდის.

ფრანგული კომპანია შეთანხმების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. Michelin-ის პრესსპიკერი მედიასთან კომენტარის გაკეთებისგანაც თავს იკავებს.

საბურავების საერთაშორისო მწარმოებლის განმარტებით, შეთანხმება დაადასტურა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც. დავიდოვოში, კომპანიის რუსულ საწარმოში მომუშავე 250 თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. მთლიანობაში დავიდოვოს ქარხანა 750 ადამიანს ასაქმებდა. ქარხანა ყოველწლიურად 2 მილიონ საბურავს აწარმოებდა, რომელთა უმეტესობაც რუსეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისათვის იყო განკუთვნილი. Michelin-ის განცხადებით, Power International Tyres-ი ყველა თანამშრომლის ტრანსფერს ვერ განახორციელებდა.

ცნობისათვის, Michelin-ი რუსულ ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს და 2004 წელს საბურავების მწარმოებელი პირველი საერთაშორისო კომპანია გახდა, რომელსაც რუსეთში საკუთარი საწარმო ჰქონდა. ქვეყნიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო, თუმცა საკუთარი აქტივების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გაავრცელა.