„მორგან სტენლის“ ანალიტიკოსების პროგნოზის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებული მიღწევების ფონზე, Microsoft Corp.-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ შესაძლოა $3 ტრილიონს გადააჭარბოს.
თუკი გლობალური საინვესტიციო ინსტიტუტის ანალიტიკოსთა პროგნოზი გამართლდება, Microsoft Corp.-ი $3.1 ტრილიონის შეფასებით Apple Inc.-თან ერთად მოექცევა იმ კომპანიების კატეგორიაში, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაციამ $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა შეძლო.
„მორგან სტენლის“ ანალიტიკოსების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის ყველაზე მეტად სწორედ „მაიკროსოფტი“ იხეირებს. ანალიტიკოსები, კეიტ ვაისის ხელმძღვანელობით, პროგნოზირებენ, რომ კომპანიის აქციების ახალი ფასი $415 დოლარამდე გაიზრდება.
„გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად აფართოებს ბიზნესპროცესების სფეროს, რომელიც შეიძლება ავტომატიზებული იყოს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით“, – წერს ვაისი. „ხელოვნური ინტელექტის ამგვარი გაფართოების მონეტიზაციისთვის საუკეთესო პოზიციაში ამჯერად Microsoft-ი დგას“.