საქართველოს ეროვნულო ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოში 76 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 1 120 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი იყო. 2016 წლის შემდეგ მიკროსაფინანსოების რიცხვი 5 ერთეულით, ხოლო ვალუტის გადამცვლელი პუნქტების – 80 ერთეულით შემცირდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა 2007-2011 წლებში. 2011 წლის შემდეგ მხოლოდ 14 ერთეულით გაიზარდა.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა 2005 წელთან შედარებით გაორმაგებულია, თუმცა, მაქსიმუმს 1 624-ს 2010 წელს აღწევდა. 2010-დან 2012 წლამდე კლების ტენდენცია ჰქონდა, 2013 წლიდან 2016 წლამდე კი გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა მატულობდა.