საქართველოში მილიარდზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 2 კომპანიას აქვს, მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი კი 7000-ზე მეტ კომპანიას უფიქსირდება. ბიუჯეტში გადასახადების სახით მილიონ ლარზე მეტი 1000-ზე მეტ კომპანიას შეაქვს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წელს ბიუჯეტში გადახდილი ქონდათ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის გადასახადები შეადგენს 1104 გადამხდელს, ხოლო 2017 წელს მათი რაოდენობა 1190-მდე გაიზარდა.
იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც 2016 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური და მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით უფიქსირდებათ 1 მილიონ ლარზე მეტი ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 7180 გადამხდელს.
1 მილიარდ ლარზე მეტი ერთობლივი შემოსავალი მიღებული აქვს 2 გადამხდელს.
გადამხდელების ვინაობა კონფიდენციალურია და მას შემოსავლების სამსახური არ ასაჯაროვებს. თუმცა ცნობილია, რომ მაგალითად BGEO ჯგუფის (ამჟამინდელი Georgian Capital და BOG) შემოსავლები გასულ წელს მილიარდს გადასცდა და 1.1 მილიარდი შეადგინა.