მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 2020 წელს 9 პროცენტით შემცირდა

მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 2020 წელს 9 პროცენტით შემცირდა

საქართველოში 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წელთან შედარებით 9%-ით შემცირდა. კერძოდ, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულზე 4,696.2 აშშ დოლარი იყო, იდენტური მაჩვენებელი 2020 წლის წინასწარი მონაცემებით 4,274.6 აშშ დოლარია.

წყარო: საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 49.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 0.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობას უჭირავს – 14.5%; მას მოსდევს: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 11.7%; დამამუშავებელი მრეწველობა – 10.8%; მშენებლობა – 8.9% და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 8.4%-ით.

წყარო: საქსტატი

2020 წელს ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები(7.9%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა; განათლება; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება და სხვა სახის მომსახურება.

ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-37.9%); ტრანსპორტი და დასაწყობება; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; ხელოვნება, გართობა და დასვენება(-18.9%); ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებების საქმიანობები; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; მშენებლობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.