Quacquarelli Symonds (QS) ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, იმ უნივერსიტეტების შესახებ, რომლის კურსდამთავრებულებსაც დასაქმების და კარიერული ზრდის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ.
დასაქმების შესაძლებლობას ორგანიზაცია 5 კრიტერიუმით აფასებს: დასაქმებულის რეპუტაცია – აღნიშნული კრიტერიუმი დასაქმებულების შეფასებას მოიცავს, იმის შესახებ, თუ რომელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან საუკეთესო თანამშრომლები.
კურსდამთავრებულთა შედეგები – Quacquarelli Symonds-მა მსოფლიოს ყველაზე „კრეატიული, მდიდარი და ქველმოქმედი“ 21 000 კურსდამთავრებულის საგანმანათლებლო ისტორია შეისწავლა. პარტნიორები – კრიტერიუმის შესადგენად QS მსოფლისო წამყვან 200 კომპანიასთან სხვადასხვა უნივერსიტეტების კავშირს აფასებს, კვლევითი და სამეცნიერო მიმართულებით. დასაქმებულისა და სტუდენტის ურთიერთობა – აღნიშნულიკრიტერიუმი უნივერსიტეტებში დასაქმებული სტუდენტების რაოდენობას ითვლის. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი – კრიტერიუმი იმ კურსდამთავრებულების რაოდენობას მოიცავს, ვინც უნივერსიტეტის დამთავრებიდან 1 წელში შეძლო დასაქმება.
დასამქებისთვის 10 საუკეთესო უნივერსიტეტში ტრადიციულად ამერიკული და ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლები ლიდერობენ.
დასაქმებისთვის 10 საუკეთესო უნივერსიტეტის სია კი შემდეგია: