მთავრობას საშინაო ვალის აღება ისევ გაუძვირდა

მთავრობას საშინაო ვალის აღება ისევ გაუძვირდა

ბოლო თვეებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები სწრაფად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უძვირდება. საპროცენტო განაკვეთის ზრდას რეფინანსირების სესხის განაკვეთის ზრდა, ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი და რისკიანობის ზრდა იწვევს.

ერთ წლიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთმა 9 სექტემბრის ვაჭრობაზე 10.3% შეადგინა, რაც 4.5% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. ხოლო ორ წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთმა ივლისში12.7% შეადგინდა, რაც 6% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. ხოლო, ხუთ წლიანი  ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი ბოლო 6 თვეში 5.2% პუნქტით გაიზარდა.

ამასთან, 2015 წელს სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობა 345 მილიონი ლარით გაიზარდა.