ნახეთ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული — ბედნიერების რეიტინგი გამოქვეყნდა

ნახეთ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული — ბედნიერების რეიტინგი გამოქვეყნდა

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგის სათავეში უკვე მერვე წელია, ერთი ქვეყანაა და ეს ქვეყანა ფინეთია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წელს რეკორდულად დაბალი, 24-ე პოზიცია დაიკავა.

ყოველწლიური ანგარიში 147 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე არის შედგენილი და ბოლო სამი წლის მაჩვენებლებს ითვალისწინებს (ამ შემთხვევაში 2022-2024).

კეთილდღეობის, ბედნიერებისა და ადამიანების ცხოვრების ხარისხის განსაზღვრისთვის ბედნიერების კვლევის ინსტიტუტი გაეროს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა. რეიტინგის შედგენისას სპეციალისტები ითვალისწინებენ ისეთ მაჩენებლებს როგორებიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი, უმუშევრობა, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნები 2025 წელს:

  1. ფინეთი
  2. დანია
  3. ისლანდია
  4. შვედეთი
  5. ნიდერლანდები
  6. კოსტა-რიკა
  7. ნორვეგია
  8. ისრაელი
  9. ლუქსემბურგი
  10. მექსიკა
  11. ავსტრალია
  12. ახალი ზელანდია
  13. შვეიცარია
  14. ბელგია
  15. ირლანდია
  16. ლიეტუვა
  17. ავსტრია
  18. კანადა
  19. სლოვენია
  20. ჩეხეთი

გასულ წელს შეერთებული შტატები პირველად აღმოჩნდა ოცეულის მიღმა, გაუარესდა ასევე დიდი ბრიტანეთის პოზიციაც და ახლა 23-ე ადგილს იკავებს.

საქართველო 91-ე ადგილზეა. მას უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ტაჯიკეთი (90), ყირგიზეთი (75) და სომხეთი (87)

სიის ბოლო ადგილს ავღანეთი (147) იკავებს. ბედნიერების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია ასევე სიერა-ლეონეში (146), ლიბანში (145), მალავიში (144) და ზიმბამვეში (143).