ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება ერთ წელიწადში 2,5-ჯერ გაიზარდა

ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება ერთ წელიწადში 2,5-ჯერ გაიზარდა

2016 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” წმინდა მოგება, 2015 წელთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა და 78.0 მლნ. ლარი შეადგინა.

2016 წელს ასევე გაიზარდა საოპერაციო მოგებაც და 149.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მონაცემზე 65,5%-ით მეტია. 2015 წელს კორპორაციის საოპერაციო მოგება 90,4 მლნ. ლარი იყო, ჯამური აქტივები კი12,6%-ით გაიზარდა  და 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

2016 წლის ანგარიშგების მიხედვით, გაიზარდა წმინდა ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან და შეადგინა 159,1 მლნ. ლარი.

2016 წელს შემოსავალი ელექტროენერგიის წარმოებიდან და მიწოდებიდან 184,4 მლნ ლარს გაუტოლდა (2015 წელს 48,7 მლნ. ლარი), ხოლო საოპერაციო მოგებამ აღნიშნულ სეგმენტში102,1 მლნ. ლარი შეადგინა  (2015 წელს 23,7 მლნ. ლარი).

აგრეთვე გაიზარდა კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2016 წელს მან 633,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2015 წელს ეს ციფრი 495,4 მლნ. ლარი იყო.