ჩინეთიდან ექსპორტი ისევ შემცირდა

აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამო, ჩინეთის ექსპორტის მოცულობა ნოემბერში დაეცა - მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ექსპორტმა, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 1.1%-ით იკლო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ექსპორტი 23%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია თებერვლის შემდეგ. ჩინეთის საქონელზე აშშ-ის ახალი ტარიფები შემდეგი კვირიდან ამოქმედდება.

პეკინი და ვაშინგტონი სავაჭრო დავის გამწვავების თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ პოტენციურ გარიგებაზე, თუმცა მხარეები დეტალებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ. 

შეგახსემებთ, რომ აშშ-მ ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებები "სწორად მიმდინარეობს". მაშინ, როცა ჩინეთი აცხადებს, რომ არსებული ტარიფები აუცილებლად უნდა მოიხსნას და სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს აღნიშნული მოლაპარაკებები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 17 თვიანი სავაჭრო ომი ზრდის გლობალური რეცესიის რისკს.

მართალია ჩინეთის ვაჭრობა შედარებით შემცირებულია, მისი მოცულობა ისევ შთამბეჭდავი რჩება. ჩინეთის საგარეო ვაჭრობამ 38 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა ერთ თვეში.

წყარო: BBC

ჩვენ გირჩევთ

PG&E Is Near $13.5 Billion Deal With Wildfire Victims

Kering-ი საცდელ მოლაპარაკებებს მართავს Moncler-თან

PG&E Is Near $13.5 Billion Deal With Wildfire Victims

PG&E Is Near $13.5 Billion Deal With Wildfire Victims

წინა სტატია

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ეყოლება
09 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Finlands Sanna Marin, 34, will soon become the world's youngest sitting prime minister
09 დეკემბერი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker