მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა Forbes-ი, პერიოდულად აქვეყნებს ჟურნალის ლიცენზირებული გამოცემებიდან შერჩეულ მნიშვნელოვან ისტორიებსა და ამბებს. მაისის თვეში Forbes-ის ფოკუსში საქართველოდან ნიკო კვარაცხელიას ისტორია მოხვდა.
„Forbes Georgia-ს უახლესი გამოცემა პატივს მიაგებს ნიკოლოზ კვარაცხელიას, 30 Under 30-ის გამარჯვებულს – ნიკომ დააფუძნა ქართული სოციალური მედიაპლატფორმა Feedc, რომელსაც 250,000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კვარაცხელიას გასული წლის სექტემბერში თბილისის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს და რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს“ – ვკითხულობთ Forbes-ის სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ნიკო კვარაცხელიას გასული წლის 15 სექტემბერს, ნიკოლაძის ქუჩაზე თავდასხმისას, რამდენჯერმე განზრახ ესროლეს. ნიკო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
Forbes Georgia წარმოგიდგენთ ჩანაწერებს Forbes კვირისა და საქმიანი დილის არქივებიდან.