ნოემბერში ფულადი გზავნილები 13 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში ფულადი გზავნილები 13 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2020 წლის ნოემბერში 2019 წლის ნოემბერთან შედარებით 19 მლნ დოლარით, 13%-ით გაიზარდა. ნოემბერში სულ 170 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოდან საზღვარგარეთ 22 მლნ დოლარი გადაირიცხა.

ნოემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, უკრაინიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა.

11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში, 1.7 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე 8%-ით (125 მლნ დოლარით) მეტია.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ნოემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი