ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაიაფდა

ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაიაფდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით, 0.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 8.2%-ით გაიზარდა. 2005 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 79%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება (7.9%-ით) გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 7.7%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 33.1%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 24.6%-ით და ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 19.4%-ით.